| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ამინდის პროგნოზი
ამჟამად საიტზეა 173 სტუმარი
გილოცავთ!ღვთისმშობელი გვფარავდეს!

გილოცავთ მიძინებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა!
ეს დღესასწაული ღვთისმშობლის მიცვალებასთანაა დაკავშირებული და მართლმადიდებლობაში შედის თორმეტ უდიდეს დღესასწაულთა სიაში.ღვთისმშობლის მიძინებას დღესასწაულობენ ძველი სტილით 15 ავისტოს ახალით 28 აგვისტოს.
გილოცავთ!
ღვთისმშობლის მადლით ღირსეულნი ვყოფილიყავით!
ყურადღება!ყურადღება !ცხადდება ვაკანსია!

შპს "ფარნავაზი" ქობულეთის საერო სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეთა (კონტიგენტის ზრდასთან დაკავშირებით,კლასებში დამატებითი მეცადინეობების, განახლებული პროგრამების განხორციელებისათვის ) აცხადებს ვაკანსიას დაწყებითი კლასისა და მათემატიკის პედაგოგთა პოზიციაზე.
შესარჩევ კნკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ "თანამშრომელთა მიღების წესს".(იხ. ჩვენს შესახებში , მოძებნეთ " მიღების" განყოფილება,შემდგომ " თანამშრომელთა" დააკლიკეთ და ჩამოტვირთეთ "თანამშრომელთა მიღების წესი").
განცხადებები მიღების ბოლო ვადა 3 სექტემბერი.შესარჩევი კონკურსი 7 სექტემბერს 11 საათზე.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადმინისტრაციას 599572568; 26 7705.
მის: ქობულეთი დ.აღმაშენებლის 241.
2015-2016 სასწ წლის სახელმძღვანელოების შესახებ
გთხოვთ შპს "ფარნავაზი" ქობულეთის საერო სკოლის საინფორმაციო დაფაზე,სკოლის Facebook-გვერდზე იხილოთ ,გაეცნოთ და დაიჭიროთ თადარიგი 2015-2016 სასწ წელს კლასების მიხედვით შერჩეული სახელმძღვანელოებზე.
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით 26 7705;267959;599572568.
გისურვებთ წარმატებებს!

შთაბეჭდილებები ამერიკიდან
უკვე მალე ველოდებით ამერიკიდან გიორგი ცინცაბაძის დაბრუნებას.ის ხომ საზაფხულო არდადეგებს ამერიკაში ატარებს.ქალაქ მისოლაში.როგორც გიორგის მიმოწერიდან ვგებულობთ"მას ძალიან მოსწონს ამერიკა,ქალაქი ძალიან ლამაზია,ქვეყანა თავისუფალი,რაც ძალიიან მნიშვნელოვანიაო".

პროგამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები დასრულდა.
პროგრამის, ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონში,აჭარის და კახეთის საჯარო სკოლის მასწავლებელთათვის (მათ შორის ორი ჩვენი სკოლის პედაგოგი გახლდათ)ტრეინინგი პროექტის ციკლის მართვა"21-23 ივლისს, CENN-ის ბულაჩაურის მწვანე ცენტრში ჩტარდა.

დასვენება + "პროექტები.....პროექტები"....
ზაფხული ზოგისთვის გართობა და დასვეენებაა,ზოგისთვისაც......დასვენებას + "ტრენინგები"...
ძალიან გვიხარია და გვეამაყება ჩვენი სკოლის პედაგოგთა ენთუზიაზმი,შემართება...ისისნი ზაფხულის არდადეგებზეც ცდილობენ გაიუმჯობესონ,შეისწავლონ ახალი მიდგომები და სიახლეები,რათა ახალ სასწავლო წელს მოსწავლეებს უფრო მეტი ცოდნა,განათლება მიაწოდონ.

დურმიშხან კიკნაძის ნამუშევრების გამოფენა მშობლიურ ქალაქში
21 ივნისს ქობულეთში ბატონ დურმიშხან კიკნაძის ნამუშევართა გამოფენა მოეწყო.
გამოჩენილ ქობულეთელთა შორის განსაკუთრებული ადგილი ბატონ დურმიშხანს ეკუთვნის როგორც მხატვარს ასევე პიროვნებას.
ნათელში ამყოფოს მისი სული უფალმა.

სიკეთე უსასრულოა
წელსაც ტრადიციულად შპს "ფარნავაზი" აქტიურად თანამშრომლობს ბერი ანდრიას ფონდის წევრებთან.
მადლობა უფალს იმისთვის რომ უპირველაესად ჩვენვე გვეძლევა შანსი სიკეთის კეთების.
მადლობა უფალს რომ "ფარნავაზის" ირგვლივ ასეთი საამაყოები და სასახელოები ბრძანდებით.
უღრმესი მადლობა სერგო მახარაძის მშობლებს "შუა ქალაქში" გულუხვი მასპინძლობისთვის .მადლობა თქვენს ყველა თანამშრომლეს.ყოჩაღ!ამას ჰქვია სიკეთე ....
მადლობა შერი ართმელაძის ოჯახს..მე ვიცი რა მძიმე მდგომარეობაში ბრძანდებით ,მაგრამ სხვისი ტკივილი თქვენ ყველაზე უფრო გესმით.გაოცებული და აღფრთოვანებული დარჩა დედა თინათინი .
მადლობა თეა სალუქვაძეს.მადლობა ყველა "ფარნავაზელს"...
მიხარია რომ საამაყონი ხართ!...
სიკეთე უსასრულოა!!!

ქვეკატეგორიები
-
დოდო მასწავლებელო გილოცავთ!
დიდი სიყვარულით ვულოცავთ დაბადების დღს!
გისურვებთ დღეგრძელობას,მზეგრძელობას და ულევ სიხარულს!











