FacebookMySpaceTwitterLinkedin

სკოლის სიახლეები

Facebook

00:58, 8th June 2026
ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ამინდის პროგნოზი

 

 

ამჟამად საიტზეა 120 სტუმარი

სკოლა გიხმობთ!

  20150913 121005

შპს "ფარნავაზი" ქობულეთის საერო სკოლა სრულ მზადყოფნაშია ახალი 2015-2016 სასწავლო წლისათვის!

  საზეიმო შეხვედრა "სკოლა გიხმობთ" დაგეგმილია 10 საათზე.

კიდევ ერთი ახალი სასწავლო წელი.... უკვე 19 წელია შპს "ფარნავაზი" ამ დღეს განსაკუთრებულად რომ ელოდება.....საამაყო სკოლის ისტორიაც შეიქმნა...

   მადლობა ყველას თანამშრომლებს, მშობლებს და ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს ყოველი დღისთვის...

მადლობა უფალს ყველაფრისთვის!!!

20150912123813
20150912124017
20150912124023
20150913120949
20150913151429
20150913121005
20150913151527
20150912124026
20150913151621
20150913151712
20150913151814
20150913121024
20150913121209
20150913121052

დაიწყო ახალი სასწავლო წელი

ძვირფასო "ფარნავაზელებო" გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

სკოლის  ადმინისტრაცია,პედკოლექტივი ახალი პროგრამებით,იდეებით,უშრეტი ენერგიით მზადყოფნაშია ტრადიციულად წარმატებებისთვის...

   გელოდებით ....სურპრიზებით 14 სექტემბერს 10 საათზე!!

 

წარმატებები ტრადიციულად!

  ჩვენო კურსდამთავრებულებო !

 დღეს უკვე სტუდენტებო!

 გილოცავთ!

 თქვენი როგორც პიროვნების ჩამოყალიბებისა და  განვითარებისთვის შპს "ფარნავაზის" კოლექტივმა  ყველაფერი გააკეთა.

   სკოლის უკვე 19 წლიანი მუშაობის გამოცდილების სწორ მიმართულებაში არაერთხელ დავრწმუნდით.რამდენი რამ მოხდა ამ პერიოდის განმავლობაში.ახლა უკვე ღიმილით მახსენდება ზოგიერთების შეცდომაში შეყვანის მცდელობები,(სიახლეს ყოველთვის ჰყავს ხელშემშლელები,რომლებიც მათთდა საუბედუროდ გვაძლიერებდნენ)თითქოს და ატესტატს ვერ გავცემდით,რა პრობლემები იყო 1996 წელს სკოლის 10 ბალიანი შეფასების გამო..(გახსენებაც არ მინდა...) და სხვა უამრავი.....ჩვენ აჭარაში  პირველებს გვხვდა ბედნიერება საგანმანათლებლო სივრცეში სიახლის      შემოტანის,დანარგვის,განხორციელების...ჩნდებოდნენ ღიათ თუ ფარულად მიმდევრები...ასე შეიქმნა ის სივრცე რაც დღეს არსებობს და სიამაყით უნდა ვთქვა ის ახალისებს და შრომის ინტერესს უქმნის ყველას.

    შპს "ფარნავაზის" ცხოვრებაში არ ყოფილა არც ერთი გამოშვება გრანტების გარეშე...არ ყოფილა არასდროს არანაირი ჩავარდნები...პირველები ვიყავით ოლიმპიადის,ტურების შედეგებით...სკოლა აღიარებული იყო საქართველოს 30 საუკეთესო სკოლებს შორის,ვღებულობდით ჯილდოებს.არ დამავიწყდება ჩიტო ჩელებაძისა და სალომე ჯორბენაძის  (ისინი თანაკლასელები იყვნენ,ვერცხლის მედალოსნები)ბრიტანეთში სახელმწიფო დაფინანსებით წასვლა....

       დღესაც არ ჩამოსულა " ფარნავაზი" წარმატების რელსებიდან... დღეს  "ფარნავაზელი' ზურაბ მურვანიძე 2 წლიანი უფასო პროგრამით დიდი ბრიტანეთის სამეფო სკოლაში სწავლობს.... მიხარია რომ სკოლას 10 აბიტურიენტიდან  4 გრანტოსანი ჰყავს.მიხარია სადაც კი სკოლაზე ლაპარაკია იქ მუდამ სიკეთით თუ "კეთილი შურით" "ფარნავაზი" არ ავიწყდებათ.უკვე ღიმილს მგვრის  ზოგიერთების ....,მაგრამ რა  გამაკვირვებს რაც გამივლია იმის შემდეგ....უფალმა იცის.....

     დღეს სიხარულით მინდა გამცნოთ ,რომ სწავლას  შპს "ფარნავაზი" დაიწყებს 14 სექტემბერს!

     ახალი სასწავლო პროგრამებით,გადამზადებული,ტრენინგ გავლილი პედაგოგებით...ახალი სამოქმედო გეგმით და ვიმედოვნებთ მომავალში კიდევ უფრო მეტი სიახლეებით!!!!

   

 

 

შპს "ფარნავაზი" 2015-2016 სასწ წლის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების შესახებ

   გილოცავთ ახალი  2015-2016  სასწავლო წლის დაწყებას!

  გისურვებთ ჯანმრთელობასა  და  წარმატებებს!

  გთხოვთ სკოლის საინფორმაციო დაფაზე,სკოლის  Facebook გვერდზე გაეცნოთ და დაიჭიროთ თადარიგი  კლასების მიხედვით გამოქვეყნებული სახელმძღვანელობის  ჩამონათვალზე.

   tumblr n1gxsguDFc1t0h040o1 250

გილოცავთ!ღვთისმშობელი გვფარავდეს!

 midzineba3

  გილოცავთ  მიძინებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა!

 ეს დღესასწაული ღვთისმშობლის მიცვალებასთანაა დაკავშირებული და მართლმადიდებლობაში შედის თორმეტ  უდიდეს დღესასწაულთა სიაში.ღვთისმშობლის მიძინებას დღესასწაულობენ ძველი სტილით 15 ავისტოს ახალით 28 აგვისტოს.

   გილოცავთ!

ღვთისმშობლის მადლით ღირსეულნი ვყოფილიყავით!

 

ყურადღება!ყურადღება !ცხადდება ვაკანსია!

     873085 1

     შპს "ფარნავაზი" ქობულეთის საერო სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეთა (კონტიგენტის ზრდასთან დაკავშირებით,კლასებში დამატებითი მეცადინეობების, განახლებული პროგრამების განხორციელებისათვის ) აცხადებს ვაკანსიას დაწყებითი კლასისა და მათემატიკის პედაგოგთა პოზიციაზე.

  შესარჩევ კნკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ "თანამშრომელთა მიღების წესს".(იხ. ჩვენს შესახებში , მოძებნეთ " მიღების" განყოფილება,შემდგომ " თანამშრომელთა"  დააკლიკეთ და ჩამოტვირთეთ "თანამშრომელთა მიღების წესი").

   განცხადებები მიღების ბოლო ვადა  3  სექტემბერი.შესარჩევი კონკურსი  7 სექტემბერს 11 საათზე.

   დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადმინისტრაციას 599572568; 26 7705.

   მის: ქობულეთი დ.აღმაშენებლის 241.

 

2015-2016 სასწ წლის სახელმძღვანელოების შესახებ

    გთხოვთ შპს "ფარნავაზი" ქობულეთის საერო სკოლის  საინფორმაციო დაფაზე,სკოლის  Facebook-გვერდზე იხილოთ ,გაეცნოთ და დაიჭიროთ თადარიგი 2015-2016 სასწ წელს კლასების მიხედვით შერჩეული  სახელმძღვანელოებზე.

     შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით 26 7705;267959;599572568.

     გისურვებთ წარმატებებს!

 tumblr n1gxsguDFc1t0h040o1 250

შთაბეჭდილებები ამერიკიდან

უკვე მალე ველოდებით ამერიკიდან გიორგი ცინცაბაძის დაბრუნებას.ის ხომ საზაფხულო არდადეგებს ამერიკაში ატარებს.ქალაქ მისოლაში.როგორც გიორგის მიმოწერიდან ვგებულობთ"მას ძალიან მოსწონს ამერიკა,ქალაქი ძალიან ლამაზია,ქვეყანა თავისუფალი,რაც ძალიიან მნიშვნელოვანიაო".

11223899 1611943352419652 7366308444114960928 n

ვრცლად...

ქვეკატეგორიები