| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ამინდის პროგნოზი
ამჟამად საიტზეა 56 სტუმარი
ჩვენი მცირედი წვლილი..პასუხისმგებლობა
შ პ ს სკოლა "ფარნავაზის" მე-8 კლასის მოსწავლეებთან ერთად სკვერი დავასუფთავეთ! 
ჩვენი საგაკვეთილო თემა — „სამოქალაქო საზოგადოება“ — მხოლოდ თეორიულად არ განგვიხილავს. მიღებული ცოდნა პრაქტიკაშიც განვახორციელეთ. 
ერთად ვიზრუნეთ ჩვენს გარემოზე, გავუფრთხილდით სისუფთავეს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა იწყება საკუთარი გარემოსა და საზოგადოებისადმი ზრუნვით.
ასეთი აქტივობები ბავშვებს ასწავლის, რომ თითოეული ადამიანის პატარა წვლილიც კი მნიშვნელოვანია უკეთესი და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად. 
მადლობა ჩვენს აქტიურ და პასუხისმგებლიან მოსწავლეებს
27 სექტემბერი
" 27 სექტემბერი-ხსოვნის, ტკივილისა და ერთიანობის დღე."
27 სექტემბერი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთერთი უმძიმესი და ტრაგიკული დღეა- სოხუმის დაცემის დღე.
Ამ თარიღთან დაკავშირებით მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაიხსენეს აფხაზეთში განვითარებული მოვლენები.
Მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური ფოტოსურათები, გააჟღერეს ემოციური სიტყვები, წაიკითხეს ლექსები.
Ისაუბრეს სამშობლოს მშვიდობისა და ერთიანობის მნიშვნელობაზე.
ჩვენ და ინგლისური
შ პ ს სკოლა "ფარნავაზის" მეცხრე კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე PowerPoint-ის გამოყენებით წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები თემაზე — “Central Park in New York”.

მოსწავლეებმა ისაუბრეს პარკის ისტორიაზე, ღირსშესანიშნაობებსა და მის მნიშვნელობაზე ნიუ-იორკის კულტურულ ცხოვრებაში. პრეზენტაციების მომზადებისას მათ გამოავლინეს როგორც შემოქმედებითი უნარები, ისე ინგლისურ ენაზე საუბრისა და ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები.
ვიდეოს გადაღების დროს მოსწავლეები ცოტათი ღელავდნენ, თუმცა საკუთარი თავი ძალიან კარგად წარმოაჩინეს და პრეზენტაციებმა წარმატებით ჩაიარა. 

მადლობა მოსწავლეებს ჩართულობისთვის
განსაკუთრებული მადლობა პედაგოგ Nini Takidze კრეატივისთვის
მეთვრამმეტე გამოშვება
ფარნავაზის"დაარსებიდან 30 წელი და ჩვენი სკოლის მეთვრამეტე გამოშვება 

დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი სკოლის ისტორიაში — ფარნავაზი უკვე 30 წლისაა! 
სამი ათწლეულის განმავლობაში სკოლა სიყვარულით, ცოდნითა და ღირსეული ღირებულებებით ზრდიდა თაობებს, რომლებიც დღესაც სიამაყით აგრძელებენ საკუთარ გზას.
ამ მნიშვნელოვან წელს სკოლა აცილებს მეთვრამეტე გამოშვებას — ახალგაზრდებს, რომლებმაც საკუთარი კვალი დატოვეს ჩვენი სკოლის ცხოვრებაში და დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან.
სრულასდ იხ. სკოლის ფეის გვერდზე
დედამიწააა
დღეს შ პ ს სკოლა "ფარნავაზის" პირველ კლასში ჩატარდა დედამიწის დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და მონდომებით საკუთარი ხელით დაამზადეს ნარჩენების ურნები,რომლებიც სკოლის ეზოსა და დერეფნებში კოხტად განათავსეს

ამ აქტივობით მათ არა მხოლოდ პრაქტიკულად ჩაერთნენ გარემოზე ზრუნვაში,არამედ სხვებსაც მოუწოდეს,რომ გარემოს დაბინძურება დაუშვებელია და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იზრუნოს სისუფთავესა და ეკოლოგიურ მომავალზე

მადლობა მოსწავლეებს ჩართულობისთვის და მადლობა პედაგhttps://www.facebook.com/parnavazi.kobuletis.saero.sk.olaოგ Lela Kuchava ინიციატივისა და მოსწავლეების მოტივირებისთვის

დაწვრილებით ეწვიეთ
22 აპრილი დედამიწის დღე
22 აპრილი - დედამიწის დღე
დედამიწის დღის აღსანიშნავად დღეს შ პ ს სკოლა "ფარნავაზში" პირველ და მეორე კლასებში ბუნებისმეტყველების გაკვეთილი განსაკუთრებულად საინტერესოდ და შემეცნებითად წარიმართა
გაკვეთილი დაეთმო საკლასო აქტივობას,რომლის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოს დაცვის მნიშვნელობის გაცნობიერება და ბუნების მიმართ პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება
მოსწავლეებმა იმსჯელეს და დააფიქსირეს საკუთარი იდეები დედამიწაზე ზრუნვის შესახებ

მადლობა ჩვენ პატარებს მონაწილეობისთვის
და მადლობაhttps://www.facebook.com/parnavazi.kobuletis.saero.sk.olaს ვუხდით პედაგოგTinatin Kontselidze კრეატიულობისთვის

სრულად ეწვიეთ
Talking about Jeff Bezos
Talking about Jeff Bezos
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ facebook
https://www.facebook.com/parnavazi.kobuletis.saero.sk.ola
დედა ენის კვირეული
დედაენის კვირეულის ფარგლებში ჩვენს კლასში გაიმართა საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობა
მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით შექმნეს ხელნაკეთი წიგნები დედაენის თემაზე და წაიკითხეს ლექსები


.
ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ენის სიყვარული და მისი გაფრთხილება
დაწვრილებით ინფორმაციაიხ."ფარნავაზის" facebook გვერდზე
ქვეკატეგორიები
-
დოდო მასწავლებელო გილოცავთ!
დიდი სიყვარულით ვულოცავთ დაბადების დღს!
გისურვებთ დღეგრძელობას,მზეგრძელობას და ულევ სიხარულს!











