სკოლის შესახებ
დაარსებიდან დღემდე „ფარნავაზზე“.......
(გამოვყოფთ ,მხოლოდ ექსკლუზიურ მახასიათებლებს)
1.პირველი კერძო სკოლა აჭარის სივრცეში,2016 წლიდან ვფუნქციონირებთ.სკოლა გახსნილო 5 მოსწავლით. 27 წლიანი გამოცდილებით,ტრადიციებით.
2 . 1999-2000 სასწ. წლიდან 10 ბალიანი სისტემით მომუშავე სკოლა,თავდაპირველად უნიშნო სისტემით.პირველად შემოვიტანეთ სხვადასხვა საგნობრივი პროგრამები.ჩვენი პირველი ნაბიჯებით ახლა უკვე თითქმის დამკვიდრებული დაწყებითი კლასების გასაგნობრივებული სწავლება.კლასის კურატორები,ანუ მრჩეველი ინდივიდუალური მოსწავლისთვის,მშობლისთვის.
3. გვქონდა და გვაქვს დღემდე:უცხო ენა 5სთ კვირეული,სამი უცხო ენა ინგლისური,რუსული,გერმანული,(მშობლის არჩევანით),ყველა საგნის გაძლიერებული პროგრამებით სწავლება.ენებში ლიტერატურა და გრამატიკა ცალკე საათებად.ეთიკა/ესთეტიკა/მეტყველების კულტურა.შრომა/ხელგარჯილობა/ხატვა..დავამატეთ ამ ბოლო წლეებში ადგილობრივი კერძები/კულინარია.შემოქმედებითი უნარებისთვის სხვადასხვა წრეები,სექციები.კლუბები.ვამაყობთ დღემდე თეატრალურ სტუდიით და წელს თოჯინების თეატრითაც გავახარეთ პატარები.სპორტული აქტივობების არჩევანი...
უკვე ორი წელია დაინერგა ბრიტანული სკოლის ინგლისური პროგრამა English Book Education-თან თანამშრომლობით. (ამაზე ცალკე ვრცლადაც გიამბობ). მხოლოდ ჩვენთან აჭარაში სასწავლო პროცესში გამოყენებული იქნა Macmillan education-ისა Pearson education-ის სახელმძღვანელოები Give me Five! (2-7 კლასებისთვის) და Focus 2nd editon (7-11 კლასებისათვის) რომლებიც საერთო ევროპული სარეფერენციო ჩარჩოს (CEFR) მიხედვითაა შედგენილი და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს ინგლისური ენის სწავლა-სწავლების მიმართულებით. გარდა ამისა, სახელმძღვანელოები მოსწავლეებს უვითარებს ყველა საჭირო უნარ-ჩვევას (იგულისხმება: წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი), რომელიც შესაძლებლობას მისცემს, მიაღწიონ სასურველ შედეგს საერთაშორისო გამოცდებზე.
წელს გავლილი ტრენინგების,აპრობაციების შემდეგ ვნერგავთ მათემატიკას პირველიდან მეექვსე კლასების ჩათვლით Max Math,რომელიც შექმნილია “Cambridge Primary’’-სა და “The International Baccalaureate PYP”-ის პროგრამების მიხედვით და აგებულია „A Singapore Approach” სახელწოდებით საყოველთაოდ აღიარებულ მეთოდოლოგიაზე. სინგაპურის მეთოდით..(ამის შესახებ ვრცლად გვქონდა ინფორმაცია.
„ფარნავაზში“ არის ყველა საჭირო მატერიალურ ტექნიკური ბაზა.ლიფტი,კომპიუტერული კაბინეტები,მდიდარი ბიბლიოთეკა/ციფრულიც.სააქტო,ღია და დახურული სპორტული დარბაზები.ყველა კლასში სმარტ ტელევიზორები.უწყვეტი ინტერნეტი საგაკვეთილო პროცესში.
კლასებში მცირე კონტიგენტი გვაძლევს საშუალებას ,ინდივიდუალურად მოსწავლეთა აკადემიური მონაცემების გათვალისწინებით სწავლების დონის ამაღლებას.
4. მშობელთა კომფორტისთვის,სკოლაში ჩართულობისთვის დირექციას ეხმარება კლასის კურატორები/მშობელთა,ბავშვთა მრჩეველები.რომლებიც ყოველწამიერად ხაზზე არიან აწვდიან ინფორმაციას არა მარტო ცოდნის შესახებ არამედ განწყობის,ქცევის,ჯგუფში ურთიერთობების.სკოლის ელექტრონული ჟურნალი “EDU.PAGE”ით იგზავნება ყოველდღიური კომენტარები,შეფასებები.არის უკუკავშირის შესაძლებლობები მთელ სასკოლო სივრცესთან შეუზღუდავად .პედაგოგები ყოველი თემატიკის ვიდეო მასალებს ,შესასრულებელ ტესტებს,სხვადსხვა აქტივობებს აქედანვე უგზავნიან მოსწავლეებს.
„ფარნავაზში“ „არ ვიყავიო „ არ მოსულა!!!!!!!!...
ყველაფერი ღიადაა,ინახება სწვავლის პირველივე დღიდან მასალები და ნებისმიერ დროს შეგიძლია მოისმინო,უყურო,გაიმეორო.არის თემატურების ჩათვლები,(საუნივერსიტეტო სისტემებთან,ქვიზებთან ვაცნობთ,ვაჩვევთ).წლიური საგნობრივი გამოცდები. შეფასებების,გაცდენების შესაბამისად უმკაცრესი კლასიდან კლასში გადაყვანის სისტემა.ცოდნა დისტანციურად კარგია,მაგრამ „ფარნავაზი“ მიუხედავად კლასისა ,ჯანმრთელობის პრობლემის გარდა სკოლაში დასწრება/სწავლება რეპეტიტორის გარეშე უმთავრესია..
ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს,..გზას რომელსაც მივყავვართ ცოდნასთან,მოწესრიგებულობასთან,სულიერებასთან,სიკეთესთან.
მიზანი ,რომელიც „ფარნავაზს“ გახსნის დღიდან დღემდე ამშვენებს: სიკეთე,სიმართლე,მიუკერძოვებლობა,თავისუფალი ურთიერთობები,თანამშრომლობითი,გაგებაზე აგებული დამოკიდებულებები. მოწესრიგებული ,ოჯახური, მშვიდი, მყუდრო,დაცული,ბავშვზე ორიენტირებული,უსაფრთხო,კეთილგანწყობილი გარემოა.
მთავარი მაინც სულია.სული სუფთ და მშვიდი.
მადლობა ყველა „ფარნავაზელს“ კურსდამთავრებულს,გადასულს თუ ამჟამინდელს ჩვენობისთვის.ჩვენ თქვენით ვართ ძლიერები....
ვცლად სკოლის ფეის.გვერდზე