FacebookMySpaceTwitterLinkedin

სკოლის სიახლეები

Facebook

08:51, 8th October 2026
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ამინდის პროგნოზი

 

 

ამჟამად საიტზეა 27 სტუმარი

პირველი სემესტრის შედეგები

არის პერიოდი თესვის და არის პერიოდი მკის....და ეს მკის პერიოდი "ფარნავაზში" სემსტრული შედეგებია.
ვულოცავთ ყველა"ფარნავაზელს" პირველი სემესტრის წარმატებით დასრულებას,ვიცით ზოგიერთებთან გვაქვს გაცდენების გამო ხარვეზები,გადაბარებებიც.
ვატარებთ მუდმივად კვლევებს ხარისხის ამაღლებისთვის,უკეთესი შედეგებისთვის. საჭიროა გამოვლინდეს ჩავარდნები,აღდგეს გაცდენილი მასალები.(რაც თითქმის ყველა მოსწავლესთანაა პანდემიის გამო) ვატარებთ უამრავ აქტივობებს,ინდივიდუალურ გაკვეთილებს და ა.შ მუდმივად მუშაობის პროცესშია ჩვენი პედაგოგები.მუდამ მზადყოფნაში ნებისმიერ დროს,სკოლაში თუ სახლიდან ონლაინ ჩართვებით.ისარგებლეთ,გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობები გონივულად.
წინ მეორე სემესტრია.
იაქტიურეთ!
ტრადიციულად სკოლის მწირე ბიუჯეტიდან არ ვიშურებთ თანხებს და მოსწავლეთა წახალისების მიზნით მოსწავლეთა თვითმმართველობის,კათედრების და საგნობრივი კომპეტენციებიდან ვლინდება წლის საუკეთესო მოსწავლე. ალბათ გახსოვთ 2020-2021 სასწავლო წელს გამოვლენილი იყო მესამე კლასის მოსწავლე ანდრია ჯინჭარაძე.,რომელიც შეპირებული ნოუთბუქით დაჯილდოვდა.
წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თანაბრად გადანაწილდება წლის საუკეთესო მოსწავლეებზე.
გთხოვთ იაქტიურეთ..
კონკურსის კრიტერიუმები ძალიან მარტივია:დაიცავი სკოლის შინაგანაწესი,მოსწავლეთა ქცევის წესები და ყოველდღიურად იყავი მომზადებული საგაკვეთილო პროცესისთვის.
ჩვენი სლოგანია: "აჩვენე შენი მაქსიმუმი ყველგან და ყველაფერში"....
ვულოცავთ პირველი სემესტრის წარჩინებულებს და დრო ყველას გვაქვს ....წინ მეორე სემესტრია!!!

კუთხის კულინარიული ტრადიციები

განვაახლეთ "კუთხის ტრადიციები კულინარიაში".
რაც გვახარებს,გვაფრთიანებს.მომავალში კუთხის ტრადიციების არ გადაშენების იმედით ვშრომობთ,ვგეგმავთ და ვხალისობთ ერთად ,ერთობით...
ამჯერად არჩევანი "ჰალვაზე " შეჩერდა...
ვემზადებით,ვგეგმავთ შემდეგ შეხვედრაზე"ლეჩერს" შემოგთავაზებთ..
ვიმედოვნებთ, ეს რეცეპტები ჩვენი კულინარიის წევრების ამდენივე ოჯახში გაცოცხლდება,გაგრძელდება და ასე იქნება უსასრულოდ...
P.S მე თქვენი ანთებული თვალები მაცოცხლებს,მაძლიერებს და მომავალს თქვენი თვალებით მინდა რომ ვხედავდე..
მადლობა ჩემებო!

ტრენინგები

ინკლუზიური განათლების ინსტიტუტი საქართველოს მასშტაბით, ენისა და მეტყველების თერაპევტებს,  მასწავლებლებს, სპეციალურ მასწავლებლებს და დაინტერესებულ მოქალაქეებს  სთავაზობს  ენისა და მეტყველების თერაპიის სასერტიფიკაციო - 2 კვირიანი სრულ კურსს.

✅ კურსი არის 2 კვირიანი, რომელიც განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში, არასამუშაო დღეებში - ტრეინინგები ტარდება შაბათ-კვირას - კურსის ჩატარების დღეებია :
29-30 იანვარი - 5-6 თებერვალი

✅ 12 საკონტაქტო საათი
✅ IIE დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ორ კვირიან პროგრამას , 4 სამუშაო ონლაინ შეხვედრას, თითოეულის ხანგრძლივობა 3 საათი, რომელიც დატვირთული იქნება პრაქტიკული დავალებებით.
✅ ტრეინინგის თითოეული მოდული ემსახურება მონაწილის მომზადებას, რათა აიმაღლონ კვალიფიკაცია. პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოებს, ინდივიდუალურ და გუნდურ მომზადებას შემდეგ თემაზე:
1. ენისა და მეტყველების თერაპია/ლოგოპედია, მსგავსება და განსხვავება მათ შორის.
2.  ენა, მეტყველება, კომუნიკაცია
3.  მეტყველების განვითარების ასაკობრივი ნორმა
4. მეტყველების განვითარების დარღვევები და გამომწვევი ფაქტორები
5. მეტყველების განვითარების დარღვევების იდენტიფიკაცია, შეფასება და გამოსწორების გზები
6. ენისა და მეტყველების თერაპევტის ფუნქცია-მოვალეობები
7. კომუნიკაციის განვითარება და დარღვევები
8. ხმისა და მეტყველების მოქნილობის დარღვევები
9. პროფესიული ეთიკა კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიაში

✅ ტრეინინგ-მოდულის განხორციელების შემდეგ გაიცემა სამუშაო მასალა და პროგრამის გავლის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი (ქართულ- ინგლისური სერტიფიკატი)
მონაწილეობის პოზიციაზე განაცხადის შემოტანა შეუძლია ენისა და მეტყველების თერაპევტებს, ნებისმიერ მასწავლებელს,სპეც. მასწვალებელს და აღნიშული პროგრამით დაინტერესებულ მოქალაქეს.
✅ პროექტში რეგისტრაცია შესაძლებელია 2021 წლის  26  იანვარის   00:00 საათამდე
იხილეთ სარეგისტრაციო ბმული:

https://docs.google.com/forms/d/1ub_L2uy0KXaEFtWZ-ija7vYlnp5P3NmYC_LuaW_FHeI/edit

"წინადადებების" ყუთიდან....

ჩვენ ისევ თქვენზე ფიქრში გაგვდის დრო..
და ახლაც, თითქოს და არდადეგების დროს, ვკითხულობ თქვენს მიერ მოწოდებულ წინადადებებს, ვეცნობი გამოკითხვის შედეგებს.ვხსნით წინადადებების ყუთს....
აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა საგნობრივ აქტივობებს,დავგეგმავთ თქვენს მიერ მოწოდებული წინადადებების მიხედვით სამომავლო დამატებით მეცადინეობების განრიგს...
მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, მახარებს თქვენი მაღალი აკადემიურობა,სწრაფვა უკეთესობისკენ....
ვფიქრობ საუკეთესო შედეგი გვექნება თუ ერთმანეთს მოვუსმენთ და აზრებსაც გავიზიარებთ...
უკვე მოუთმენლად ველოდებით სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებას....ახალი გეგმებით და საუკეთესო შედგებით...
ჯამდება პირველი სემესტრის შედეგები .
მალე გამოცხადდება პირველი სემესტრის რეიტინგები.
გისურვებთ ყველას წარმატებას...

ქრისტეშობას გილოცავთ

გილოცავთ ყველაზე ფერად,ყველაზე უფრო იმედის მომცემ დღესასწაულს ქრისტეშობას.
უფალმა მოგვანიჭოს მადლი შობისა.მადლი სიკეთისა,სიხარულისა და სიყვარულისა.
იხარეთ და გვახარეთ

საახალწლო კონკურსიც დასრულდა...

დასრულდა შპს ფარნავაზში გამოცხადებული საახალწლო სამზადისი,რომელშიც კლასები აქტიურად და პასუხისმგებლობით იყვნენ ჩართულები.ძალიან გაუჭირდა ჟიურის (რომელშიც შედიოდა: 1.ირაკლი კალანდარიშვილი(სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება); 2.გურანდა დიასამიძე(ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი); სოფიო მართალიშვილი(კოორდინატორი სასწავლო დარგში). 4.ზურა ცეცხლაძე(მე-6კლ.მოსწავლე); 5.ანა სურმანიძე(მე-7კლ.მოსწავლე); 6.ნიკა მეგრელიძე(მე-8კლ. მოსწავლე); 7.გუგა მესხიძე(მე-9კლ.მოსწავლე); 8.ზურა ჯაფარიძე(მე-10კლ.მოსწავლე). გამარჯვებულის გამოვლენა,მაგრამ ხმათა უმრავლესობით საუკეთესო საახალწლო მორთულობა-გაიმარჯვა თანაბარი ხმებით მე-10 და მე-9 კლასებმა. აღტაცება გამოიწვია მოსწავლეებში მოულოდნელმა ჯილდომ.

გისურვებთ ბედნიერ შობა-ახალ წელს!

საახალწლო კონკურსი:"ჩვენ ვმნით ჩვენივე ხელებით"

შპს "ფარნავაზი"ს ესთეტიკური ციკლის კათედრა აცხადებს საახალწლო კონკურსს:

"ჩვენ ვქმნით ჩვენივე ხელებით საახალწლო გარემოს"

კონკურსი იწყება14.12.2022 წლიდან და შეჯამდება 24. 12.2022 წ.

შეფასების კირტერიუმებია: უპირველესია კრიატიულობა.

                                   1. საკლასო ოთახის მორთვა,გალამაზება (თვითნაკეთი მასალით)

                                   2.შემოქმედებითობა...(ვხალისობთ,ვერთობით,ვულოცავთ)

კონკურს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური.

პრიზები ???? ყველა კლასისთვის საოცნებოა!!!

                                     

"დავიცვათ საქართველოს სისუფთავე"

"ფარნავაზელები "აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა პროგრამებში"..

კიდევ ერთი ახალი პროგრამა.

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე"/ Keep Georgia Tidy 2020 წლიდან ახორციელებს ეკოსკოლების პროგრამას საქართველოში.

 
ეკოსკოლა მდგრადი განვითარების ხელშემწყობი საგანმანათლებლო პროგრამაა. ის ხელს უწყობს გარემოსდაცვითი თემების შესწავლას საკლასო ოთახში და მის გარეთ - აქტიური ქმედებების, დაკვირვების და კვლევის გზით. პროგრამა ამაღლებს მოსწავლეთა ცნობიერებას გლობალური საკითხების მიმართ, ეხმარება მათ გახდნენ უფრო ეკომეგობრულები და პასუხისმგებლიანები.     
 
ეკოსკოლების პროგრამა აერთიანებს მთელ სასკოლო საზოგადოებას; ხელს უწყობს სასკოლო პერსონალს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შორის თანამშრომლობას. მოსწავლეებს უვითარებს გუნდური მუშაობის და პროექტების მართვის უნარებს. 
 
ეკოსკოლის პროგრამის მეშვეობით ახალგაზრდებს შეუძლიათ შეცვალონ გარემოსდაცვითი პოლიტიკა მათ გარშემო.     
 
UNESCO-ს და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მხარდაჭერით, ეკოსკოლა არის წამახალისებელი მექანიზმი, რომელიც დაკავშირებულია 2015-2030 წლების მდგრადი განვითარების მიზნებთან და აღიარებულია მთელს მსოფლიოში.
 
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ:
 
 

ქვეკატეგორიები