FacebookMySpaceTwitterLinkedin

სკოლის სიახლეები

Facebook

09:27, 29th April 2026
აპრილი 2026
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ამინდის პროგნოზი

 

 

ამჟამად საიტზეა 46 სტუმარი

პატარა მწერალი

მეხუთე კლასს, ამავე კლასის მოსწავლე, სანდრო მეგრელიძე, მწერლის სტატუსით წარუდგა.
მან თავისი შემოქმედებიდან ახალი ნამუშევრები გაგვაცნო და უპასუხა თანაკლასელთა მხრიდან დასმულ შეკითხვებს.

მეთორმეტე კლასელთათვის შეხვედრა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდასთან დაკავშირებით

მოგესალმებით!
ისევ ღია კარის დღესთან დაკავშირებით:
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გრძელდება ღია კარის დღეები ელექტრონულ ფორმატში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან. ცენტრის წარმომადგენლები აწვდიან აბიტურიენტებს დეტალურ ინფორმაციას 2022 წლის საგამოცდო სიახლეებთან დაკავშირებით.
მიმდინარე კვირის საინფორმაციო შეხვედრა დაეთმობა მხოლოდ ქართული ენისა ლიტერატურის გამოცდასთან დაკავშირებულ საკითხებს.
24 თებერვალს, 12:30 საათიდან 13:30 საათამდე აბიტურიენტების კითხვებს ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე უპასუხებს.
შეხვედრა ტრადიციულად Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება.
იხილეთ ბმული:

ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და მონიტორინგი

მოგესალმებით,

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 22 თებერვალს, 14:00 საათზე გიწვევთ ვებინარზე მოსწავლეებისთვის „ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და მონიტორინგი“.
ვებინარზე დარგის სპეციალისტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ელინა ბაქრაძე ისაუბრებენ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის და მონიტორინგის მექანიზმების შესახებ.
შეხვედრა გაიმართება ონლაინ ფორმატში, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით.
დასასწრებად ეწვიეთ ბმულს - https://us02web.zoom.us/j/85696807088
Meeting ID: 856 9680 7088

გვეამაყებით.გილოცავთ!

დრო მიქრის.თუმცა უკან მოხედვისას იხსენებ რამდენჯერ შეგკვრია სუნთქვა სიხარულისგან.....მეამაყებით.
არის ადამიანები ვისთანაც თანამშრომლობა გეამაყება,ვისითაც მივსულვართ იმ სიმაღლემდე რასაც დღევანდელობა ჰქვია...
რაიასა ასათიანმა წარუშლელი კვალი დატოვა "ფარნავაზში".
მადლობელი ვართ ყველა თქვენი,ჩვენი მოსწავლეების სახელით...იჯანმრთელე ,იდღეგრძელე,იხარე და გვახარე!!!@Raisa Asatiani
 
 

პირველი სემესტრის შედეგები

არის პერიოდი თესვის და არის პერიოდი მკის....და ეს მკის პერიოდი "ფარნავაზში" სემსტრული შედეგებია.
ვულოცავთ ყველა"ფარნავაზელს" პირველი სემესტრის წარმატებით დასრულებას,ვიცით ზოგიერთებთან გვაქვს გაცდენების გამო ხარვეზები,გადაბარებებიც.
ვატარებთ მუდმივად კვლევებს ხარისხის ამაღლებისთვის,უკეთესი შედეგებისთვის. საჭიროა გამოვლინდეს ჩავარდნები,აღდგეს გაცდენილი მასალები.(რაც თითქმის ყველა მოსწავლესთანაა პანდემიის გამო) ვატარებთ უამრავ აქტივობებს,ინდივიდუალურ გაკვეთილებს და ა.შ მუდმივად მუშაობის პროცესშია ჩვენი პედაგოგები.მუდამ მზადყოფნაში ნებისმიერ დროს,სკოლაში თუ სახლიდან ონლაინ ჩართვებით.ისარგებლეთ,გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობები გონივულად.
წინ მეორე სემესტრია.
იაქტიურეთ!
ტრადიციულად სკოლის მწირე ბიუჯეტიდან არ ვიშურებთ თანხებს და მოსწავლეთა წახალისების მიზნით მოსწავლეთა თვითმმართველობის,კათედრების და საგნობრივი კომპეტენციებიდან ვლინდება წლის საუკეთესო მოსწავლე. ალბათ გახსოვთ 2020-2021 სასწავლო წელს გამოვლენილი იყო მესამე კლასის მოსწავლე ანდრია ჯინჭარაძე.,რომელიც შეპირებული ნოუთბუქით დაჯილდოვდა.
წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თანაბრად გადანაწილდება წლის საუკეთესო მოსწავლეებზე.
გთხოვთ იაქტიურეთ..
კონკურსის კრიტერიუმები ძალიან მარტივია:დაიცავი სკოლის შინაგანაწესი,მოსწავლეთა ქცევის წესები და ყოველდღიურად იყავი მომზადებული საგაკვეთილო პროცესისთვის.
ჩვენი სლოგანია: "აჩვენე შენი მაქსიმუმი ყველგან და ყველაფერში"....
ვულოცავთ პირველი სემესტრის წარჩინებულებს და დრო ყველას გვაქვს ....წინ მეორე სემესტრია!!!

კუთხის კულინარიული ტრადიციები

განვაახლეთ "კუთხის ტრადიციები კულინარიაში".
რაც გვახარებს,გვაფრთიანებს.მომავალში კუთხის ტრადიციების არ გადაშენების იმედით ვშრომობთ,ვგეგმავთ და ვხალისობთ ერთად ,ერთობით...
ამჯერად არჩევანი "ჰალვაზე " შეჩერდა...
ვემზადებით,ვგეგმავთ შემდეგ შეხვედრაზე"ლეჩერს" შემოგთავაზებთ..
ვიმედოვნებთ, ეს რეცეპტები ჩვენი კულინარიის წევრების ამდენივე ოჯახში გაცოცხლდება,გაგრძელდება და ასე იქნება უსასრულოდ...
P.S მე თქვენი ანთებული თვალები მაცოცხლებს,მაძლიერებს და მომავალს თქვენი თვალებით მინდა რომ ვხედავდე..
მადლობა ჩემებო!

ტრენინგები

ინკლუზიური განათლების ინსტიტუტი საქართველოს მასშტაბით, ენისა და მეტყველების თერაპევტებს,  მასწავლებლებს, სპეციალურ მასწავლებლებს და დაინტერესებულ მოქალაქეებს  სთავაზობს  ენისა და მეტყველების თერაპიის სასერტიფიკაციო - 2 კვირიანი სრულ კურსს.

✅ კურსი არის 2 კვირიანი, რომელიც განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში, არასამუშაო დღეებში - ტრეინინგები ტარდება შაბათ-კვირას - კურსის ჩატარების დღეებია :
29-30 იანვარი - 5-6 თებერვალი

✅ 12 საკონტაქტო საათი
✅ IIE დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ორ კვირიან პროგრამას , 4 სამუშაო ონლაინ შეხვედრას, თითოეულის ხანგრძლივობა 3 საათი, რომელიც დატვირთული იქნება პრაქტიკული დავალებებით.
✅ ტრეინინგის თითოეული მოდული ემსახურება მონაწილის მომზადებას, რათა აიმაღლონ კვალიფიკაცია. პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოებს, ინდივიდუალურ და გუნდურ მომზადებას შემდეგ თემაზე:
1. ენისა და მეტყველების თერაპია/ლოგოპედია, მსგავსება და განსხვავება მათ შორის.
2.  ენა, მეტყველება, კომუნიკაცია
3.  მეტყველების განვითარების ასაკობრივი ნორმა
4. მეტყველების განვითარების დარღვევები და გამომწვევი ფაქტორები
5. მეტყველების განვითარების დარღვევების იდენტიფიკაცია, შეფასება და გამოსწორების გზები
6. ენისა და მეტყველების თერაპევტის ფუნქცია-მოვალეობები
7. კომუნიკაციის განვითარება და დარღვევები
8. ხმისა და მეტყველების მოქნილობის დარღვევები
9. პროფესიული ეთიკა კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიაში

✅ ტრეინინგ-მოდულის განხორციელების შემდეგ გაიცემა სამუშაო მასალა და პროგრამის გავლის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი (ქართულ- ინგლისური სერტიფიკატი)
მონაწილეობის პოზიციაზე განაცხადის შემოტანა შეუძლია ენისა და მეტყველების თერაპევტებს, ნებისმიერ მასწავლებელს,სპეც. მასწვალებელს და აღნიშული პროგრამით დაინტერესებულ მოქალაქეს.
✅ პროექტში რეგისტრაცია შესაძლებელია 2021 წლის  26  იანვარის   00:00 საათამდე
იხილეთ სარეგისტრაციო ბმული:

https://docs.google.com/forms/d/1ub_L2uy0KXaEFtWZ-ija7vYlnp5P3NmYC_LuaW_FHeI/edit

"წინადადებების" ყუთიდან....

ჩვენ ისევ თქვენზე ფიქრში გაგვდის დრო..
და ახლაც, თითქოს და არდადეგების დროს, ვკითხულობ თქვენს მიერ მოწოდებულ წინადადებებს, ვეცნობი გამოკითხვის შედეგებს.ვხსნით წინადადებების ყუთს....
აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა საგნობრივ აქტივობებს,დავგეგმავთ თქვენს მიერ მოწოდებული წინადადებების მიხედვით სამომავლო დამატებით მეცადინეობების განრიგს...
მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, მახარებს თქვენი მაღალი აკადემიურობა,სწრაფვა უკეთესობისკენ....
ვფიქრობ საუკეთესო შედეგი გვექნება თუ ერთმანეთს მოვუსმენთ და აზრებსაც გავიზიარებთ...
უკვე მოუთმენლად ველოდებით სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებას....ახალი გეგმებით და საუკეთესო შედგებით...
ჯამდება პირველი სემესტრის შედეგები .
მალე გამოცხადდება პირველი სემესტრის რეიტინგები.
გისურვებთ ყველას წარმატებას...

ქვეკატეგორიები