| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ამინდის პროგნოზი
ამჟამად საიტზეა 52 სტუმარი
ყოჩაღ ზურა!
ვულოცავთ ბატონ ზურაბ მურვანიძეს შპს "ფარნავაზის" მეთერთმეტე კლასელს
პროექტ ".HMC " გამარჯვებას.
მადლობა ქალბატონ ირინა ხაჟალიას "ითიაი 2000" დამფუძნებელს პროექტის პოპულარიზაციისთვის,რომ არა თქვენ ქალატონო ირინა შესაძლო იყო ასეთი შანსი დაგვეკარგა.!!!
HMC პროექტი სკოლის მოსწავლეებსა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან აძლევს შანსს, ერთი ან ორი წელი ისწავლონ ბრიტანულ სკოლებში. ეს პროექტი გამარჯვებულებს აძლევს საშუალებას, რომ გაიცნონ არა მარტო თანატოლები სხვადასხვა ქვეყნიდან, არამედ მათი ტრადიციები და კულტურაც. ეს პროექტი ერთი ან ორი წლით აფინანსებს მოსწავლეებს, რომლებიც სწავლას გააგრძელებენ პრესტიჟულ დამოუკიდებელ ბრიტანულ სკოლებში. პროექტის მიზანია, სკოლის მოსწავლეებსა მისცეს შანსი, უკეთ გაიცნონ ბრიტანული კულტურა, ბრიტანელი თანატოლები, ახალგაზრდები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან და და აიმაღლონ ინგლისურის დონე. Unique Learning ეხმარება მოსწავლეებსა მიიღონ ამ პროექტში მონაწილეობა, გაიმარჯვონ და წავიდნენ დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად. ევროპული განათლება, განსაკუთრებით ბრიტანული სკოლის განათლება, მისცემს გამარჯვებულებს შანსს, უკეთ გაიცნონ მსოფლიო და მიაღწიონ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.
ჩვენი სკოლის მოსწავლემ ზურა მურვანიძემ ორი წლით მოიპოვა დაფინანსება ამ პროექტის ფარგლებში. 22 მარტისთვი ზურა ელოდება მოწვევას შერჩეული ბრიტანული სკოლებიდან, 27 მარტს უკვე აპლიკაციის ფორმას გამგზავრებაზე და შემდგომ წარმატებებში კი ეჭვი არ გვეპარება.
მადლობა გვინდა გადაუხადოთ ქალბატონ ირინა ხაჟალიას "ითიაი 2000" ხეელმძღვანელს ამპროექტის გაცნობისთვის და მონაწილეობის მიღების შანსისთვის. რომ არა ქალბატონი ირინა ჩვენ არც კი ვიცოდით ამ პროექტის არსებობისა.ახლა გაფიქრებაც კი არ გვინდა რა შანსი შეიძლება გაგვეშვა ხელიდან!!!
წარმატებები ზურაბ მურვანიძეს ქვეყნის,სკოლისა და ოჯახის საკეთილდღეოდ!!










