FacebookMySpaceTwitterLinkedin

სკოლის სიახლეები

Facebook

23:16, 7th June 2026
ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ამინდის პროგნოზი

 

 

ამჟამად საიტზეა 15 სტუმარი

სტუმრები თსუ-დან

2014 წლის 2 მაისს  შ.პ.ს. "ფარნავაზი"  მასპინძლობდა (მემორანდუმის ფარგლებში) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველს, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორ  ქალბატონ მარინა ლომოურს,

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ  იური პაპავას (ფიზიკა), პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელ  პროფესორ ქეთევან ჭკუასელს, საბავშვო უნივერსიტეტის პროგრამების კოორდინატორ  გიორგი გრიგოლაშვილს,  დოქტ. ზაქარია ქიტიაშვილს.

შეხვედრაზე ქობულეთის საჯარო სკოლებიდან დასწრების სურვილი გამოთქვეს სსიპ ჭახათისა და სსიპ ქვედა კვირიკეს, ბათუმის კერძო სკოლა „ იმედის“ წარმომადგენლებმა...(პედაგოგებმა და მოსწავლეებმა).

მოსწავლეებს ქალბატონმა მარინე ლომოურმა და ბატონმა გიორი გრიგოლაშვილმა წაუკითხეს ლექციები შემდეგ თემებზე:
1. ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში;
2. თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გავლენა საზოგადოებაზე;
3. არასრულწლოვანთა სამართლებრივი უფლებები, მოვალეობები, პრობლემები.
პედაგოგებს შეხვდნენ ბატონი იური პაპავა,ბატონი ზაქარარია ქუცნაშვილი და ქალბატონი ქეთევან ჭკუასელი.
მასწავლებლებთან შეხვედრა მმიზნად ისახავდა:
1. იმაღლეს და საშუალო სკოლას შორის აკადემიური ურთიერთობების განვითარებას და გაღრმავებას;
2. ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის გაზრდას;
3. თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესებში არსებული სირთულეებისა და პრობლემების ანალიზს;
4. პრობლემური საკითხების დასმასა და კონკრეტული ნაბიჯების დასახვას.
შეხვედრით კმაყოფილები იყვნენ როგორც სკოლების წარმომადგენლები, ასევე უნივერსიტეტის მესვეურები. დაიგეგმა არაერთი შეხვედრა,ერთობრივი გაკვეთილების,ლექციების ჩატარება,კონკურსები, პროექტები.საზაფხულო ბანაკები და ა.შ.
წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ამ შეხვედრამ ....