| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ამინდის პროგნოზი
ამჟამად საიტზეა 62 სტუმარი
სიკეთე უსასრულოა
წელსაც ტრადიციულად შპს "ფარნავაზი" აქტიურად თანამშრომლობს ბერი ანდრიას ფონდის წევრებთან.
მადლობა უფალს იმისთვის რომ უპირველაესად ჩვენვე გვეძლევა შანსი სიკეთის კეთების.
მადლობა უფალს რომ "ფარნავაზის" ირგვლივ ასეთი საამაყოები და სასახელოები ბრძანდებით.
უღრმესი მადლობა სერგო მახარაძის მშობლებს "შუა ქალაქში" გულუხვი მასპინძლობისთვის .მადლობა თქვენს ყველა თანამშრომლეს.ყოჩაღ!ამას ჰქვია სიკეთე ....
მადლობა შერი ართმელაძის ოჯახს..მე ვიცი რა მძიმე მდგომარეობაში ბრძანდებით ,მაგრამ სხვისი ტკივილი თქვენ ყველაზე უფრო გესმით.გაოცებული და აღფრთოვანებული დარჩა დედა თინათინი .
მადლობა თეა სალუქვაძეს.მადლობა ყველა "ფარნავაზელს"...
მიხარია რომ საამაყონი ხართ!...
სიკეთე უსასრულოა!!!

საღამო გამგეობის მიწვევით გაგრძელდა და პატარებმა პარკში გაისეირნეს,ითამაშეს,..ბატონმა გამგებელმა ბავშვები ნაყინზე დაპატიჟა,ფინანსურადაც დაეხმარა.. და რაც მთავარია დახნმარებას შეგვპირდა მეორე ჯგუფის მასპინძლობაში...
მადლობა ქალატონ ნათიას.... კიდევ ერთხელ დავინახეთ თქვენი მზაობა გვერდში დგომისათვის,თანაგრძნობისათვის..
ამ ბავშვებს როცა ვუყურებ სულ ვფიქრობ "უფალო შეგვეწიე,დაგვეხმარე და გვაცილე განსაცდელი"
უფალი გვფარავდეს!!










