FacebookMySpaceTwitterLinkedin

სკოლის სიახლეები

Facebook

01:39, 8th June 2026
ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ამინდის პროგნოზი

 

 

ამჟამად საიტზეა 168 სტუმარი

წელს ვიქეცეთ ლექსად

2015 წლის 4 მაისს სასკოლო  პროექტის "წელს ვიქცეთ ლექსად" დასკვნითი საღამო ქალბატონ ზოია ანანიძის ხელმძღვანელობით მაია ხარაზის უნიკალურ ბიბლიოთეკაში  ჩატარდა.

DSC04010

 

 

 პროექტის "წელს ვიქცეთ ლექსად"  I;II;III ტურში გამარჯვებულ მოსწავლეებთან ერთად, იყვენენ მამია ხარაზის ბიბლიოთეკის გაცნობით დაინტერესებული  მოსწავლეებიც.ნორჩ დეკლამატორებმა იმოგზაურეს  მადლიან ქართულ სასიტყვეთში.სიყვარულით,სასოებით წაიკითხეს მამია ხარაზის სულის სიღრმეებთან მოალერსე სონეტები,სხვა სიტყვის დიდოსტატთა უკვდავი ქმნილებები.

    ღონისძიების დაწყებამდე პატარებს, ღირსეული მამულიშვილის ბატონ მამია ხარაზის ოჯახის წევრებმა (მეუღლემ და შვილმა)ბიბლიოთეკა დაათვალიერებინეს,მისი შექმნის ისტორია გააცნეს,უიშვიათესი ხელნაწერები,რედაქციები და " გაცოცხლებული წიგნები"ანახეს.საოცრად შთამბეჭდავი ავტოგრაფები წაუკითხეს.

  ნანახმა,მოსმენილმა და განცდილმა ნორჩი დეკლამატორები გააკვირვა და აღაფრთოვანა.

   მართლაც ეს ხომ გარემოა,საიდანაც "კაშკაშა  სხივი ანათებს და ათბობს ყოველი ნამდვილი ქართველის გულს"..(ა.ბაქრაძე)

ეს ხომ სიყვარულით გამთბარი სიბრძნის სასწაული სავანეა.

განსაკუთრებით მოიხიბლულები დავრჩით მასპინძლის თბილი დამოკიდებულებით,რომლებიც ამ უკვდავ საგანძურს კი არ მალავს "დამარხული ტალანტის" მსგავსად ,არამედ  პირიქით,სასოებით უფრთხილდება და გულით მასპინძლობს ყოველ წიგნის მოყვარულთ.

DSC03954
DSC03963
DSC03964
DSC03969