| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ამინდის პროგნოზი
ამჟამად საიტზეა 65 სტუმარი
წელს ვიქეცეთ ლექსად
2015 წლის 4 მაისს სასკოლო პროექტის "წელს ვიქცეთ ლექსად" დასკვნითი საღამო ქალბატონ ზოია ანანიძის ხელმძღვანელობით მაია ხარაზის უნიკალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა.
პროექტის "წელს ვიქცეთ ლექსად" I;II;III ტურში გამარჯვებულ მოსწავლეებთან ერთად, იყვენენ მამია ხარაზის ბიბლიოთეკის გაცნობით დაინტერესებული მოსწავლეებიც.ნორჩ დეკლამატორებმა იმოგზაურეს მადლიან ქართულ სასიტყვეთში.სიყვარულით,სასოებით წაიკითხეს მამია ხარაზის სულის სიღრმეებთან მოალერსე სონეტები,სხვა სიტყვის დიდოსტატთა უკვდავი ქმნილებები.
ღონისძიების დაწყებამდე პატარებს, ღირსეული მამულიშვილის ბატონ მამია ხარაზის ოჯახის წევრებმა (მეუღლემ და შვილმა)ბიბლიოთეკა დაათვალიერებინეს,მისი შექმნის ისტორია გააცნეს,უიშვიათესი ხელნაწერები,რედაქციები და " გაცოცხლებული წიგნები"ანახეს.საოცრად შთამბეჭდავი ავტოგრაფები წაუკითხეს.
ნანახმა,მოსმენილმა და განცდილმა ნორჩი დეკლამატორები გააკვირვა და აღაფრთოვანა.
მართლაც ეს ხომ გარემოა,საიდანაც "კაშკაშა სხივი ანათებს და ათბობს ყოველი ნამდვილი ქართველის გულს"..(ა.ბაქრაძე)
ეს ხომ სიყვარულით გამთბარი სიბრძნის სასწაული სავანეა.
განსაკუთრებით მოიხიბლულები დავრჩით მასპინძლის თბილი დამოკიდებულებით,რომლებიც ამ უკვდავ საგანძურს კი არ მალავს "დამარხული ტალანტის" მსგავსად ,არამედ პირიქით,სასოებით უფრთხილდება და გულით მასპინძლობს ყოველ წიგნის მოყვარულთ.










