| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ამინდის პროგნოზი
ამჟამად საიტზეა 90 სტუმარი
ქართველი მოსწავლეები ბრიტანულ სკოლაში
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში HMCპროექტის გამარჯვებული კანდიდატების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.გამარჯვებულ კანდიდატებს,რომლების ბრიტანული სკოლაში სწავლების კურსს გაივლიან აიღებენ ბრიტანულ ატესტატებს .საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სერთიფიკატები გადასცა

აღნიშნულ პროექტში საქართველოში კომპანია "Unique Learning"-ის მხარდჭერით ხორციელდება.
HMC არის ბრიტანული სახელმწიფოს საქველმოქმედო ორგანიზაცია,რომელიც 1991 წლიდან აფინანსებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმატებულ მოსწავლეების სწავლებას გაერთიანებულ სამეფოში.პროექტი საქართველოში კომპანია"Unique Learning"-ის მხარდაჭერით მესამე წელია ხორციელდება.პროექტის ფარგლებში 2015 წლის კონკურსის საფუძველზე 14 გამარჯვებული კანდიდატი გამოვლინდა ,რომლებიც სწავლას პრესტიჟულ ბრიტანულ სკოლებში გააგრძელებენ.
ძალიან სასიხარულოა ,რომ ამ 14 წარმატებულ მოსწავლეებს შორის აღმოჩნდა ჩვენი სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ზურაბ მურვანიძე.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქალბატონ ირინა ხაჟალიას,ჩვენი სკოლის პარტნიორი ორგანიზაციის "ETI-2000" ხელმძღვანელს, რომ არა ქალბატონი ირინა ჩვენ ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა... და შესაბამისად ამ შესანიშნავ შესაძლებლობასაც დავკარგავდით...
წარმატებებს ვუსურვებთ ზურას..და იმედი გვაქვს ზურა ამ დიდ შესაძლებლობას გამოიყენებს ქვეყნისა და მშობლიური სკოლის,.ოჯახის საკეთილდღეოდ.










