FacebookMySpaceTwitterLinkedin

Facebook

01:37, 19th June 2019
ივნისი 2019
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ამინდის პროგნოზი

 

 

ამჟამად საიტზეა 54 სტუმარი

მემორანდუმი

მემორანდუმი

27 აპრილს შ.პ.ს. "ფარნავაზი" -ს X-XII  კლასის მოსწავლეები გაემგზავრნენ თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ატარებდა ვიქტორინას საბუნებისმეტყველო საგნებში(ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, მათემატიკა).

მოსწავლეებმა საკმაოდ წარმატებულად იასპარეზეს და საქართველოს მასშტაბით მესამე ადგილი დაიკავეს, დასაჩუქრდნენ ფასიანი საჩუქრებით, წიგნებით და სერტიფიკატებით. მოსწავლეები ოქტომბრის თვეში იასპარეზებენ ნახევარფინალში.

თამაშის შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ქიმიისა და ფიზიკის ლაბორატორიები და საკუთარი ხელით ჩაატარეს სხვადასხვა სახის ცდები, თეორიული ცოდნა კარგად გამოიყენეს პრაქტიკაში, რიტაც შექება დაიმსახურეს უნივერსიტეტის ლექტორებისაგან.

ვიქტორინაცა და ცდებიც დიდი გამოცდილება იყო ნორჩი მეცნიერებისათვის, რადგან "ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო".

ასევე მოსწავლეებმა დარჩენილი დრო რაციონალურად გამოიყენეს. მოინახულეს მცხეთა-თბილისის მთავარი ღირსშესანიშნაობები და საღამო დააგვირგვინეს მარჯანიშვილის თეატრის სტუმრობით, სადაც ძალიან საინტერესო პრობლემურ და ემოციურ სპექტაკლს "მე დავბრუნდები" დაესწრნენ, რომელიც ეძღვნებოდა აფხაზეთიდან დევნილ ქართველებს.