FacebookMySpaceTwitterLinkedin

Facebook

04:27, 10th December 2018
დეკემბერი 2018
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ამინდის პროგნოზი

 

 

ამჟამად საიტზეა 19 სტუმარი

ადმინისტრაციის წარმომადგენლები

შპს  „ფარნავაზი“ 2016-2017 სასწ წლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები

1.ლია ბალაძე

2.ეთერ ცენტერაძე

3.გულო კახიძე

4.სოფო ოქროპირიძე

5.თეკლა ცენტერაძე

ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დებულება

შ.პ.ს. „ფარნავაზი“ ქობულეთის საერო სკოლა

ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დებულება

სკოლაში თითოეულ კლასს ენიშნება დამრიგებელთან ერთად ადმინისტრაციის წარმომადგენელი. მათ კანდიდატურებს ამტკიცებს დირექტორი.

ადმინისტრაციის წარმომადგენელი სკოლაში იმყოფება სწავლის დაწყებემდე 20 წთ-ით ადრე ,კლასის სასწავლო პროცესის დასრულებამდე.

ადმინისტრაციის წარმომადგენელს ევალება:

  • მოსწავლეთა თვითქცევის კოდექსის გაცნობა-განხილვა;
  • კლასის მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვა;
  • მშობლისთვის შვილის ყოფაქცევის და აკადემიური მოსწრების გაცნობა საჭიროებისამებრ;
  • მოსწავლეთათვის აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში დახმარების გაწევა;
  • განსაკუთრებული სირთულის აღმზრდელობითი და სადისციპლინო პრობლემების არსებობის შემთხვევაში კორექციული და პრევენციული ზომების ინფორმირება აღნიშნულის შესახებ;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა;
  • თანაკლასელებს, თანასკოლელებს შორის მოსწავლეთა ურთიერთდაპირისპირების აღმოფხვრა;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე მოსწავლეთა მიერ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის ტარების, ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების აღმოფხვრა;
  • უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა და გარე პერიმეტრების კონტროლს, საგაკვეთილო პროცესზე მეთვალყურეობას;
  • უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებას, მის აღკვეთას და იმწამსვე ატყობინებს დირექციას;
  • უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პედაგოგიური საბჭოს, დირექციის, მასწავლებლის თხოვნით, სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობას, მათთან ინდივიდუალურ გასაუბრებას, მათ ქცევაზე დაკვირვებას;
  • უზრუნველყოფს მოსწავლეთა, მშობელთა და საგანმანათლებლო დაწესებულების დირექციის ინფორმირებას მოსწავლეთა ქცევის და სწავლის დონის შესახებ.
  • უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრადასხვა) მოსწავლეთა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების დაცვას და მათი ევაკუაციისათვის ხელისშეწყობას;
  • უზრუნველყოფს დაპირისპირებულ მოსწავლეებს შორის მედიატორის როლის შესრულებას. კონფლიქტური სიტუაციების გამოვლენას და კონფლიქტის მოგვარებას;
  • აწარმოებს მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრებს;
  • ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესის შესრულების კონტროლს.