FacebookMySpaceTwitterLinkedin

Facebook

04:30, 10th December 2018
დეკემბერი 2018
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ამინდის პროგნოზი

 

 

ამჟამად საიტზეა 57 სტუმარი

პედსაბჭო

პედაგოგიური საბჭო

 

სკოლის ყველა თანამშრომელი ვალდებული არის:

პატიოსნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს თანამდებობით განსაზღვრული სამსახურეობრივი მოვალეობანი; დაიცვას შრომის დისციპლინა; მისთვის დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში დროულად და ზუსტად შეასრულოს დირექტორის დავალება (ბრძანება, განკარგულება); გამოიყენოს სამუშაო დრო ნაყოფიერი შრომისათვის, შეიკავოს თავი ისეთი ქმედებებისაგან, რაც ხელს შეუშლის სხვებს სამუშაოს შესრულებაში; ზუსტად შეასრულოს სკოლის წესდებით, შინაგანაწესით(შინაარსი კონკრეტული ქმედების), ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები;

დაიცვას შრომის დისციპლინა, როგორც სკოლაში წესრიგის საფუძველი. დროულად გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე, დაიცვას სამუშაო დროის დადგენილი ხანგრძლივობა, დროულად, ზუსტად და ხარისხიანად შეასრულოს ადმინისტრაციის განკარგულებანი; სკოლაში არყოფნის შემთხვევაში, მისთვის მოსახერხებელი ფორმით, იმავე დღეს შეატყობინოს გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ  სკოლის დირექციას. საპატიო მიზეზით (ჯანმრთელობის გაუარესება, მძიმე ოჯახური გარემოებები ან სხვა) სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებულია განცხადებით მიმართოს სკოლის დირექტორს დროებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ხოლო საგანგებო სიტუაციაში, აცნობოს ადმინისტრაციის წევრებს, არაუგვიანეს ერთი საათისა, სამუშაოს დაწყებამდე.

ა. დაიცვას შენობაში არსებული სანიტარული, შრომის უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო წესები და ინსტრუქციები, ბრძანებები და განკარგულებები; მიიღოს ყველა ზომა, რათა აღმოფხვრას სკოლის ნორმალური მუშაობის ხელისშემშლელი პირობები.

ბ. მუდმივად გამოავლინოს შემოქმედებითი ინიციატივა საქმიანობის მაღალი შედეგების მისაღწევად; თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება; დაიცვან პარტნიორული ურთიერთობისა და თანამშრომლობის ეთიკა;

 

სკოლის პედაგოგებისათვის სავალდებულოა:

მუდმივად სრულყოფდეს პროფესიულ კვალიფიკაციას თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად;

პასუხი აგოს მოსწავლეთა სწავლის შედეგებზე და მოსწავლის შეფასების ვალიდობაზე;

აღზარდოს ღირსეული, განათლებული, სამოქალაქო ცნობიერების მქონე პიროვნებები; სისტემატურად იმუშაოს თავისი კვალიფიკაციისა და პროფესიული ცოდნის დონის ასამაღლებლად, ამ მიზნით გაეცნოს სკოლაში არსებულ ლიტერატურასა და მასალებს, გააგრძელოს მზადება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად.

არ დაუშვას დისკრიმინაცია ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის, სქესის, აკადემიური მოსწრების, სოციალური წარმომავლობის, პოლიტიკური ან პირადი შეხედულებების მიხედვით;

სკოლის არაპედაგოგიური და მომსახურე პერსონალის ძირითად მოვალეობათა სფერო განისაზღვრება ხელშეკრულების პირობებითა და დადგენილი წესით დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებითა და დებულებებით.